logo
ENG



სამხარაძე ევროკავშირს სთხოვს, ოფიციალური დოკუმენტებიდან ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ამოიღონ

03 თებ 202213:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/03/xtwz4i3ichadzsc.jpeg

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს სთხოვს, ოფიციალური დოკუმენტებიდან ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ამოიღონ.

სამხარაძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კითხვით საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს მიმართა.

"სამხრეთ ოსეთი" - ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მითუმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს.

ეს სტალინისტური ტერმინია და შეიქმნა 1922 წელს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ვიფიქროთ ამ საკითხზე და თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ", - მიმართა სამხარაძემ მიქსერს.


close დახურვა